VIDEO: "ამ კვირაში გადავდივართ ახალ სახლში...ყველაზე მტკივნეული რაც იყო, გადავაბიჯე..." - თამო ვაშალომიძის გულახდილი ინტერვიუ

თამო

თამო ვაშალომიძე ცნობილი ქართველი ფოტომოდელია, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. შემდეგ ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდი «თამო სკინი» და მალე საკუთარ პროდუქციას იტალიაშიც გაიტანს. დაახლოებით 6 წლის წინ, თამო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე დაქორწინდა, წყვილი შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა მოულოდნელად ისინი დაშორდნენ, რაც ვაშალომიძემ რთულად გადაიტანა. თამო ვაშალომიძე სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.

- როდესაც 6 წლიანი და 9-თვიანი ოჯახური ურთიერთობა გაქვს ადამიანთან, ფიქრობ შვილზე, მასთან სიბერეზე და ეს ყველაფერი უცებ მთავრდება, რთულია. ვტიროდი, მაგრამ ამას მეგობრებსაც არ ვანახვებდი... შევეჩვიე ჩემი ტკივილით ცხოვრებას და არ დავნებდი და უფრო პროდუქტიული გავხდი ჩემი ბიზნესის და საქმიანობის განვითარების კუთხით. კანის ფესტივალზე მეცვა ჰალსტუხიანი კაბა და ეს იყო იმის მესიჯი, რომ ქალები ვართ ძალიან ძლიერები.

- როგორი მამაა აკა?

- აკა არის ძალიან კარგი მამა და ამას ვერ დავუკარგავ. დაშორების გამო დაახლოებით ათი თვე ძალიან ცუდად ვიყავი, ცუდი პერიოდი გავიარე, ღამე პანიკური შეტევებით მეღვიძებოდა, მაგრამ ფესტივალები, გადაღებები ძალიან დამეხმარა. ვცდილობდი ისეთი დაკავებული ვყოფილიყავი, ფიქრის დრო არ მქონოდა და ამიტომ ჭოლას თეატრში გავიარე კურსები და სცენაზეც კი ვითამაშე.

- როდის გადადიხართ ახალ სახლში?

- ამ კვირაში გადავდივართ ახალ ნაქირავებ სახლში. როგორც იცით, მაქვს ნაყიდი ერთ ოთახიანი სადაც ხუთი ადამიანი ფიზიკურად ვერ ვიცხოვრებდით. ხალხს მილიონერი ვგონივარ და თქვენს პირს შაქარი. იქეთა წლის გეგმებში ჩემთვის მნიშვნელოვანია ბანკის იპოთეკური სესხით ვიყიდო დიდი სახლი, სადაც სტაბილურად ვიცხოვრებ ჩემს შვილებთან ერთად. ყველაზე მტკივნეული რაც იყო გადავლახე და შეუძლებელი უკვე აღარაფერია. ახლა დავბრუნდი რომიდან, სადაც ჩემი ფილმის პრემიერა შედგა. მომავალ თვეში მაქვს მორიგი კასტინგი, რის გამოც ყოველდღიურად დავდივარ ინგლისურზე. ინგლისურის გამო დამაბულინგეს სოციალურ ქსელში და ცოტა გული დამწყდა. თავიდანვე დავიწყე მუშაობა მუშაობა იმაზე, რომ ბულინგი ადეკვატურად მიმეღო. მე არასდროს მითქვამს რომ ინგლისური ვიცი, დილის 5 საათზე მივდიოდი მთის წვერზე გადაღებებზე სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად. მე ძალიან გარიყული ვარ ქართველი ცნობადი ადამიანებისგან. ახლა ასე თუ ისე მპატიჟებენ ივენთებზე, მაგრამ ადრე არავინ მეძახდა და ვინმეს სასტავში მოსახვედრად არც მიბრძოლია. მე მქონდა ჩემი გეგმები, არ ვარ სნობი ადამიანი და ყველა წრის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. კანის ფესტივალიდან როცა მოვდიოდი, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი შემხვდა, წინ მედგა და გამარჯობა არ მითხრა, მაგრამ როცა ნაომი კემპბელთან ფოტო გადავიღე, დამილაიქა - ალბათ ასეც ხდება.