1761855398
ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ პრინც ენდრიუს ტიტული ჩამოერთმევა და სამეფო სასახლეს დატოვებს
 
                                                                დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუს „პრინცის“ ტიტული ჩამოერთმევა და სამეფო სასახლეს დატოვებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ბუკინგემის სასახლის განცხადებით, მეფე ჩარლზმა პრინცი ენდრიუს ტიტულის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო.
„მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო პროცესი პრინცი ენდრიუს ტიტულის და საპატიო წოდებების ჩამორთმევის მიზნით. პრინცი ენდრიუ ამიერიდან ცნობილი იქნება, როგორც ენდრიუ მაუნტბეტენ უინძორი“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, მისი ქალიშვილები, ბეატრისი და ევგენია, პრინცესების ტიტულებს შეინარჩუნებენ.
მანამდე, პრინცმა ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარი თავად თქვა, ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო. ბუკინგემის სასახლეში აღნიშნეს, რომ ეს „ზომები აუცილებელია“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ „კვლავ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს“.
 
                                                     
                                                     
                                                    










