მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია „ევროვიზიის“ სცენაზე მე-10 ნომრად წარდგა, სიმღერით Freedom.
სამწუხაროდ, მარიამი ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა.
მომღერალი, ნუცა თოფურია მეგობრის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: "შენ მაქსიმუმი გააკეთე, ვამაყობ შენით"
ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მათგან ათი ფინალისტი პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი კი მეორე ნახევარფინალიდან გადავიდა. ფინალში ავტომატურად მოხვდნენ „დიდი ხუთეული” და მასპინძელი ქვეყანა.
ფინალის რიგითობა ასეთია: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.
ევროვიზიის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.