„მე შენი ერთადერთი ვიქნები სიცოცხლის ბოლო წუთამდე...“ – ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

უტა

14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მაშველებმა დღეს დილით მიაკვლიეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. უტა ელიავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

უტას ოჯახი აფხაზეთიდანაა და ისინი ზუგდიდში ცხოვრობენ. 

უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში წერს: „მე შენი ერთადერთი ვიქნები უტა სიცოცხლის ბოლო წუთამდე“, – წერს გვანცა. 

მეორე ცხედარი ეკუთვნის 19 წლის  დავით ოსეტროვს, რომელიც მოსკოვიდან იყო ჩამოსული და ბიჭებთან ერთად იჯდა მანქანაში.

ორივე ბიჭის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

„პრაიმტაიმს“ ახლობელი ეუბნება, რომ მესამე ბიჭის ძებნა, ამ დრომდე გრძელდება და ის, გიორგი შამუგიაა.