„თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნინი ლომიძე

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და კოლეჯის სტუდენტის, ნინი ლომიძის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეჯის სტუდენტის ნინი ლომიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას“,- წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ნინი ლომიძე „მთავარი არხის“ ოპერატორი იყო.

„პრაიმტაიმი“ სამძიმარს უცხადებს კოლეგებს, ოჯახს და მეგობრებს.