ავარია ხაშურის გასასვლელთან - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1751646615
სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იკითხება.
როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში მისვლის დროს უთხრა, მისთვის უცნობია, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ მასთან.
„არ ვიცი, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. გეტყვით, როცა დამისვამენ“, – თქვა ივანე მაჭავარიანმა.
ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს 2018-2021 წლებში იკავებდა.