„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
სოციალურ ქსელში ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სერიოზულ დაავადებებამდე ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ.
„სერიოზულ დაავადებებამდე ორგანიზმი ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. აი, ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და მათი სავარაუდო მიზეზები:
ხშირი მთქნარება — ჟანგბადის ნაკლებობა, ანემია ან ძილის დარღვევა.
უსიამოვნო სუნი პირიდან — საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭ-ნაწლავის) პრობლემები.
ხმაური ყურებში — შესაძლოა მიანიშნებდეს მაღალ არტერიულ წნევაზე.
თმის ცვენა — რკინის დეფიციტი და ჟანგბადის ნაკლებობა ფოლიკულებში.
ფეხების შეშუპება — თირკმლის მიერ სითხის ბალანსის დარღვევა.
ღამის კრუნჩხვები — მაგნიუმის დეფიციტი (კუნთების დაძაბულობა).
თითების დაბუჟება — ვიტამინ B12-ის ნაკლებობა (ნერვული სისტემის დაზიანება).
ლტოლვა ტკბილეულისკენ — მაგნიუმის ნაკლებობა და ინსულინის დისბალანსი.
თავის ტკივილი — დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოება).
მნიშვნელოვანია: მოცემული ინფორმაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. სიმპტომების არსებობისას მიმართეთ სპეციალისტს ზუსტი დიაგნოსტიკისთვის",- წერს რაშოიანი.