გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, პ.დათუაშვილის N23-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
„19 მაისს ვაკე რაიონში, პ.დათუაშვილის N23-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას დილის 11:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შალვა ნუცუბიძის პლ. მე-3 მ/რ (კვარტლებით), რამაზ ჩხიკვაძის, ზ. მუზაშვილის და დათუაშვილის ქუჩებს.