შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აპრილს 12:00-იდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში; 12:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, გორანა, ალოტი, ჩეკურაანთგორი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, ჩანადირთკარი, რადიოსადგური, შალიკიანთკარი, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.