ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
„კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; ქათამი – ერთი ცალი მოხარშული და ერთი ცალი შემწვარი; ყველი – 2 კგ; ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; პასკა – ორი ცალი, წითელი კვერცხი – 10 ცალი; უკრემო ნამცხვარი; კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის – 1500 მეშვეობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.