თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

დაკავებულებს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დღევანდელ პროცესზე წარდგენილია ის ვიდეო-ჩანაწერები, რომლებზეც უკვე ექსპერტებმა იმუშავეს და კონკრეტული პირების ვიზუალის იდენტიფიცირება განახორციელა. კამერების შებრუნებასთან დაკავშირებით, გამომძიებელს შემთხვევის ადგილი აქვს დათვალიერებული, ოღონდ, ეს არ ეხება სასახლის ტერიტორიას, ეს ეხება მიმდებარე ქუჩებს. მოგეხსენებათ, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ნაწილში, განხორციელდა მიმდებარე ქუჩების რბევა. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, რომელსაც ახლა ვიხილავთ, ამ შემთხვევაში, არა ერთი ტელევიზიის ყველა ვიდეო ჩანაწერი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე 112-ის ვიდეო ჩანაწერები, რამდენიმე ტერაბაიტი ვიდეო მასალა არის წარდგენილი. იმ მომენტში, როდესაც აგრესიულად განწყობილ მოძალადეთა ჯგუფი ცდილობდა, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, იმიტომ რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩაეგდოთ ხელში და არა სასახლის ღობე დაეზიანებინათ. ეს ერთ-ერთ ხერხად გამოიყენეს, რომ შესულიყვნენ და სწორედ სახელმწიფოს ეფექტურმა ქმედებებმა, ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეხმარა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, აღკვეთა, მათი შეჭრა, სტრატეგიულ ობიექტში," - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.