„5 შეცდომა, რომელსაც კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
1775377938
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. თუმცა, მისივე თქმით, „ის საკმარისად კარგი არ არის“.
„მათ წინადადება წამოაყენეს და ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკმარისად კარგი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ისინი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ვნახოთ, რა მოხდება. პირველი რეჟიმი დაემხო, მეორე რეჟიმი დაემხო, ახლა, ადამიანთა მესამე ჯგუფი, რომელთანაც საქმე გვაქვს, არც ისე რადიკალიზებულია და ვფიქრობთ, ისინი სინამდვილეში ბევრად ჭკვიანები არიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, „სიენენმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებული 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია.
„ეს მრავალი იდეიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია სწრაფი ტემპით გრძელდება.
რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო „უარესი“ ვარიანტები აქვს, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას არ დათანხმდება.
„მათ არ ექნებათ ხიდები, არ ექნებათ ელექტროსადგურები, არაფერი ექნებათ. უფრო შორს აღარ წავალ, რადგან არსებობს სხვა რაღაცებიც, რაც ამ ორზე უარესია. არჩევანი რომ მქონოდა, რას გავაკეთებდი? ნავთობს წავიღებდი, რადგან ის იქ არის იმისთვის, რომ წაიღო. მათ ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, ამერიკელ ხალხს სურს, რომ ჩვენ სახლში დავბრუნდეთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნავთობს ავიღებდი, შევინახავდი. ბევრ ფულს ვიშოვიდი და ირანელ ხალხზე ვიზრუნებდი“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს შეთანხმებაზე დასათანხმებლად დრო სამშაბათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მთელი ქვეყნის აფეთქებით დაიმუქრა.
„ეს თუ მოხდება, მოხდება, თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის და ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.