ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
1762179753
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ 3 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა", - ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად ქონების გადასახადის, მათ შორის მიწის გადამხდელი ფიზიკური პირები, ვალდებული არიან, 2025 წლის წლიური დეკლარაცია წარმოადგინონ, 2024 წელს მიღებული
შემოსავლების მიხედვით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 17 ნოემბრის ჩათვლით.
დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია და მონაცემები არ იცვლება. ასეთ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.