მენინგიტი და ტოქსიკური შოკი - ანაპლაზმოზის საშიშროება, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს
1749581626
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის წარადგენს. ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციებსა და გამოვლენილ დარღვევებზე. დეპუტატების კითხვებიც ძირითადად სწორედ ამ მიმართულებით ისმოდა.
"2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო. უფლებადარღვევების წყება, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობა, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით არაღჭურვა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა გახდა.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებსა და სხვადასხვა სახის გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობებს. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცველის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.