ვანგას წინასწარმეტყველება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე
1750707757
ორი წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, უცხო მამაკაცმა ხელში აიყვანა, შემდეგ კი მთელი ძალით ძირს დააგდო, მძიმეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ექიმის განმარტებით, ბიჭს ნეიროქირურგიული მკურნალობა არ სჭირდება, თუმცა მას თავის ქალის ღია მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა და ჰემატომები აქვს. ბავშვი ხელოვნურ კომაში იმყოფება. ამასთან, ტვინის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად, ექიმები კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას გეგმავენ.
ცნობისთვის, შერემეტიევოს აეროპორტში ბარგის აღების დროს ბავშვს ბელორუსის მოქალაქე მიუახლოვდა, ხელში აიყვანა და მთელი ძალით იატაკზე დააგდო. პოლიციამ მამაკაცი დააკავა. ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.