რევაზ სოხაძე კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ორივე პროექტი მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობს როგორც ვადების, ისე სამშენებლო ხარისხის თვალსაზრისით. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს სამინისტროს გამოიყენოს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის, იმსჯელოს ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.