პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირს ბრალდება წარუდგინა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს ქუთაისში, ბრალდებულმა შურისძიების მიზნით, დანით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, მეორე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მესამე სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.