როდემდე გაგრძელდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - გარემოს სააგენტოს განახლებული ამინდის პროგნოზი
1753964059
რეინჯერთა მსოფლიო დღეს საქართველო სხვადასხვა რეგიონში აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღისთვის, კოლხეთის ეროვნულ პარკში ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ადგილზე პროფესიული დღე მიულოცეს რეინჯერებს, რომლებიც ხანძრებთან გამკლავებაში, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთასა თუ ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვისთვის წინა ხაზზე დგანან.
საქართველოში, გარემო პირობებზე 500-მდე რეინჯერი ზრუნავს. ისინი ქვეყნის მასშტაბით 25 ადმინისტრაციულ ერთეულში არიან გადანაწილებული. რეინჯერთა დღე აღნიშნეს სათაფლიაშიც. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
პროფესიული დღე რეინჯერებს მიულოცეს ალგეთშიც. ადგილზე წარმოდგენილი იყო ყველა ის ინვენტარი, რომელსაც რეინჯერები ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ.
პროფესიული დღე რეინჯერებს პირადად მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. დავით სონღულაშვილმა ლაგოდეხის ნაკრძალში გამართულ ღონისძიებაზე სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რეინჯერთა დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. მათი დაცვის ქვეშ ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 13%-ია.