რა შემთხვევაში მოაქვს ჯანმრთელობისთვის ზიანი კონდიციონერს - ექიმის განმარტება

კონდიციონერი

ზაფხულის სიცხეში კონდიციონერი ბევრისთვის გადარჩენის საშუალებაა, თუმცა გავრცელებული მითის მიხედვით, მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და პირდაპირ იწვევს გაციებას. სპეციალისტები განმარტავენ, რომ კონდიციონერი თავად არ იწვევს ვირუსულ დაავადებებს - გაციებას იწვევს ვირუსი, ხოლო არასწორად მართული ტემპერატურა და ჰაერის ნაკადი მხოლოდ გარკვეულ დისკომფორტს ან არსებული სიმპტომების გამწვავებას შეიძლება უწყობდეს ხელს. ამიტომ, ექსპერტების თქმით, მნიშვნელოვანია მოწყობილობის სწორი გამოყენება და რეგულარული მოვლა.

ექიმი ირაკლი მიქაძე განმარტავს, კონდიციონერმა რა შემთხვევაში შეიძლება მოგვიტანოს ზიანი.

„რეალურად, ინფექცია იმიტომ არ გვემართება, რომ სიგრილეში ვართ. სხვათა შორის, არც ორპირი ქარი იწვევს ამას. კონდიციონერით ნამდვილად შეიძლება დავაავადდეთ იმ შემთხვევაში, თუკი მის ფილტრებს არ გავწმენდთ, ან არ გამოვცვლით. დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, ფილტრებში შეიძლება სოკო და ბაქტერიები დაგროვდეს, დიდი დოზით შესუნთქვის შემდეგ, შესაძლებელია, რომ ნამდვილად დავინფიცირდეთ. ამიტომ, გაწმინდეთ ფილტრები და ამ მხრივ, დაცულები იქნებით.

იცოდეთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, კონდიციონერი არ გაციებთ. კონდიციონერის წინ ჯდომა და სიამოვნების მიღება საშიში არ არის,“ - ამბობს ექიმი.