1781210306
წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, კლდეკარის და სამღერეთის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას 6/11/2026 22:00 დან 6/12/2026 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხერთვისის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის ქუჩებს“












