ტრამპი ირანთან „დიდი შეთანხმების“ მიღწევას აანონსებს და მიანიშნებს, რომ ხელმოწერა მალე ევროპაში შედგება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა „დიდი შეთანხმების“ შესახებ, რომელმაც შესაძლოა ირანთან ომი დაასრულოს და მიანიშნა, რომ მას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.

მისი თქმით, იგი ელის, რომ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია მალე, შესაძლოა ევროპაში გაიმართოს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება.

„დოკუმენტებს პრაქტიკულად საბოლოო სახე აქვს, ასე რომ, ვნახოთ“, - განაცხადა მან ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში გამართულ ღონისძიებაზე. „ვნახოთ“.

„ეს საკმაოდ სწრაფად უნდა მოგვარდეს“, - დასძინა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლახან ესაუბრა რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მეთაურებს.