იაპონიის კუნძულებზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში 900 მიწისძვრა მოხდა
1751651363
გოგიჩას გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. მსახიობსა და ტელეწამყვანს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს. ის 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა.
მისი ქალიშვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, მამის ბავშვობის ფოტოსა და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის, როგორ ჯიუტად არ მინდა არც ერთი წამი უშენოდ?! მაკლიხარ და მიყვარხარ უკიდეგანოდ.
არსებობდა კაცი რომელზეც წიგნებში იწერება, რომელსაც ხშირად გამოგონებულ პერსონაჟსაც კი ამსგავსებდნენ და ის კაცი ჩემი პაღუნიაა",-წერს ნანუკა.
ცნობისთვის, გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში.
საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით.
სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი.
სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.