1751661883
ქუთაისში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დანაშაულის იარაღი ბასრი საგანია, დანაშაულის მოტივი კი ამ დროისთვის უცნობია.
თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ადგილზე ხმაური იყო, შემდეგ კი კაცის ხმა გაიგეს, რომელიც შველას ითხოვდა.
დაჭრილს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.