დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
იაპონიის კუნძულებზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში 900 მიწისძვრა მოხდა.
იაპონიის ამინდის სააგენტოს მონაცემებით, 900-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა იაპონიის სამხრეთით მდებარე შორეულ ტოკარას კუნძულებზე. ამან ადგილობრივებში შიში გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა, იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აღიარებს, რომ მათ არ იციან, როდის დასრულდება მიწისძვრების სერია.
„ტოკარას კუნძულების გარშემო ზღვებში სეისმური აქტივობა 21 ივნისიდან განსაკუთრებით გააქტიურდა,“ – განაცხადა აიატაკა ებიტამ, სააგენტოს მიწისძვრისა და ცუნამის დაკვირვების განყოფილების დირექტორმა ოთხშაბათს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ რაც დაახლოებით 15:30 საათზე კუნძულებზე 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
კუნძულები კიუშუს მთავარი იაპონური კუნძულის სამხრეთით მდებარეობს.