მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა

მალხაზ ხარბედია

„არილის“ რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„აღარა გვყავს ჩვენი მახო. არ არის სამართალი ქვეყნად და არც არასოდეს ყოფილა!“ - წერს სოციალურ ქსელში ლევან სებისკვერაძე.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავად იყო და საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა.