„მშობლები შვილებისთვის ემოციურად მიუწვდომლები არიან..." - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე YouTube არხს „მშობელთა კრება“ სტუმრობდა, სადაც ბავშვთა განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. 

„21-ე საუკუნის პრობლემა არის ეს, რომ მშობლები ემოციურად მისაწვდომები არ არიან თავისი შვილისთვის. შეიძლება მთელი დღე იყოს დედა ფიზიკურად, არ მუშაობდეს მაგრამ არ იყოს ემოციურად მისაწვდომი. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი გაატარეს ერთად, შეიძლება 15 წუთი საკმარისი იყოს.  ამას რომ ვამბობთ, ძალიან უკვირთ მშობლებს, დანაშაულის განცდა აქვთ, რომ მე მთელი დღე გასული ვარ… არ არსებობს იდეალური მშობელი ხალხნო! არ არსებობს ეგეთი. როგორც ვინი კოტი იძახდა, ჩვენთვის მთავარია ვიყოთ საკმარისად კარგი მშობლები, რაც ნიშნავს ემოციურად მისაწვდომ მშობელს. ემოციურად მისაწვდომი მშობელი კი ნიშნავს, მას ესმის შენი ემოციის მაგრამ, შენს სურვილებზე არ დადის, აქვს მკაფიო ჩარჩო, სადაც შენ თავისუფალ არჩევანს გაძლევს“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by მშობელთა კრება (@mshobelta_kreba_channel)