სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
ეს გაერთიანება – 4, 5, 9, 25, რაც იყო წინა არჩევნების წინ, მთელი წლის განმავლობაში სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. ამიტომ ქართველი ხალხის ნაწილმა არ დაუჭირა მხარი იმ პარტიებს, ვისაც უჭერდა მხარს ერთი წლის წინ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, პროპაგანდამ, რომ მოქალაქეები არჩევნებზე არ უნდა წავიდნენ, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები დააზიანა.
„ზოგადად, წინა არჩევნების შეფასება ძალიან რთული იქნება. იმხელა პროპაგანდა იყო, რომ არ უნდა წახვიდე არჩევნებზე, ჩვენც კი დაგვაზიანა, განსაკუთრებით, „ლელო“, რადგან ორაზროვანი პოზიცია ჰქონდა და ამომრჩეველი უბრალოდ დაბნეული ჰყავდათ. ამიტომაც ბევრი დაკარგეს. მთელი წლის განმავლობაში ეს გაერთიანება – 4, 5, 9, 25, რაც იყო წინა არჩევნების წინ, სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. ამიტომ ქართველი ხალხის ნაწილმა სრულიად ადეკვატურად არ დაუჭირა მხარი იმ პარტიებს, ვისაც უჭერდა მხარს ერთი წლის წინ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ამის ფონზე რატომ გადაწყვიტეს „ლელომ“ და გახარიას პარტიამ საკრებულოებში შესვლა?“, – რაქვიაშვილის შეფასებით, მიზეზი ალბათ დაფინანსება და ხელფასებია.
„ალბათ დაფინანსება, ფული აიღონ, ხელფასები, რადგან ზოგადად, უმეტეს წილად ისეთი ხალხი ჰყავთ შეყვანილი, საპარლამენტო სიაში მით უმეტეს, რომ გინდ ყოფილან პარლამენტში და გინდ – არა. არაფერი ხეირი ამისგან არ გამოვიდოდა. პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიციამ გასულ წელს 60 ადამიანი გაიყვანა. ისეთი ხალხი, რომელიც დიდად ვერაფერს გააკეთებდა იქ. ამიტომ როცა ისინი გამოვიდნენ იქედან, ასევე დიდად არაფერი შეიცვალა. ახლა საკრებულოში რომ გაიყვანეს ხალხი, არ მგონია, რომ, ჩვენგან განსხვავებით, ეს ხალხი რამეს იზამს. ჩვენ პარლამენტში ვაჩვენეთ პარლამენტარიზმი და ახლა ვაჩვენებთ ჩვენს ამომრჩეველს, რას ნიშნავს საკრებულოში მუშაობა და როგორი უნდა იყოს საკრებულოს წევრი.
ალბათ მოსწონთ საკრებულოები, ალბათ უნდათ იქ მუშაობა, არ აქვთ პრეტენზია ამ არჩევნებთან. წინა წელს პრეტენზია ჰქონდათ. ჩემთვის ზოგადად უცნაურია, როდესაც მთავრობას არ აღიარებს და არჩევნებში იღებს მონაწილეობას პარტია, მაგრამ ეს ხომ მათი პრობლემაა და მათი ასახსნელია, თორემ მე მათი დიდი ხანია, არ მესმის. „ლელო“ და გახარია ყველაზე ამოუხსნელი პარტიებია თავიანთ მსჯელობებში“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.