თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს

გელა უძილაური

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა დღეს მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც დაცვის მხარის მასალების გამოკვლევა დაიწყება. პროცესზე შესაძლოა დაკითხონ ბრალდებულიც.

ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ჭავჭავაძეზე მოკლეს. გია უძილაურს ანგარებით, შეკვეთით მკვლელობას ედავებიან.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ დღეს საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხება.