დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ლოტკინის დასახლებაში, მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მადლობას უხდის.
"მადლობა ქალბატონ ეკა კუპატაძეს ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. დღეს თქვენ დიდი ძალა მომეცით. მადლობა თქვენ და სრულიად საქართველოს, მე ვგრძნობ თქვენ გვერდით ყოფნას" - წერს ეკა მხატვრიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
მანამდე ეკა კუპატაძემ მიმართა ნარიმანიძის დედას და სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.
„დავით ნარიმანიძის დედიკოვ, გულში გიკრავთ გიგა ავალიანის დედიკო... უფლება არ გაქვთ სასოწარკვეთილებამ დაგაოსოთ! თქვენი ბედნიერი დედაშვილობა ვალდებულებად იქცა და პირნათლად უნდა შეასრულოთ!"
17 წლის დავით ნარიმანიძე 10 სექტემბერს მოკლეს. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.