„ორი ოპერაცია ჩამიტარდა...“ - მესტიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ავთო ჯაფარიძე მიმართვას ავრცელებს

ავთო ჯაფარიძე

მესტიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ყოფილი „პრაიმჰაუსელი“, ტიკტოკერი ავთო ჯაფარიძე მიმართვას ავრცელებს.

მან, მესტიის კლინიკის მედიკოსებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

უკვე სახლში ვარ, რეაბილიტაციას გავდივარ. ღმერთის წყალობით, ჩვეულ ცხოვრებას, ალბათ, მალე დავუბრუნდები. 

ცხოვრებაში, ზოგჯერ, არაფრისგან ვართ დაზღვეულები. ხდება ისეთი რაღაცები, რასაც არასდროს ველით. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ცოცხალი ვარ, კარგად ვგრძნობ თავს, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვარ და იმედია, ჩემს ჩვეულ ცხოვრების რიტმს მალე დავუბრუნდები“, - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გასულ კვირას, მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა.