დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს დღე, უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა – ანუ მარტიდან, (ქვეყნის შესაქმის თვიდან) მეშვიდე თვე – სექტემბერი.
„ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.“
14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე.
ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა.
ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ:
„შენ ხარ ვენახი, ახლად აღორძინებული, წმიდაო ქალწულო, მადლმოსილო, პატიოსანო! კაცთა მეოხო, ღმრთივ-გამოარჩეულო! ხეო ტკბილის-ნაყოფო, სამოთხის რეროო, ყვავილო სურნელოვანო! მისა მიმართ, რომელმაც შგმოსა შენ ვითარცა პორფირებითა ბრწყინვალედ და ყოვლად-დიდებულად, მეოხ-გვეყავ, დედოფალო, სოფლისა პატრონო, მფარველო და საავდროო ჩვენთვის, ცოდვილთა!“