დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში,40 წლის კაცს სასტიკად სცემეს.
შემთხვევა კაფეში მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრასთან დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი უთანხმოების გამო, რამდენიმე ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი შენობის გარეთ გაიყვანა და სასტიკად სცემა.
ნაცემი საგარეჯოს სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიღებული.შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.უწყებაში განმარტავენ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და მათთვის ბრალის წარდგენის საკითხი ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება