ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ჭორვილას საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკატერინა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო.

ეკა იყო თბილი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე პიროვნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ ემახსოვრება 
ეკას წასვლა უდიდესი დანაკარგია ყველასთვის, ვინც მას იცნობდა.

სასკოლო საზოგადოების სახელით თანავუგრძნობთ ოჯახს, შვილებს, ახლობლებს, ამ მძიმე წუთებში.
უფალმა ნათელში ამყოფოს ეკას სული, ოჯახს კი მისცეს ძალა და სიმტკიცე ამ უდიდესი ტკივილის გადასატანად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.