მართვის მოწმობის აღება მარტივდება - მომსახურების სააგენტოს უახლესი განცხადება

მართვის მოწმობა

 მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

"მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.

ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს".