„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი...“ - თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ვარშავაში, იანუშ კორჩაკის დაჯილდოებაზე, ერთ-ერთ ნომინაციაზეა წარდგენილი.

სასიხარულო ინფორმაციას ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემ ცხოვრებაში. ვარშავაში ტარდება იანუშ კორჩაკის დაჯილდოება, სადაც ერთ-ერთ ნომინაციაში ვარ წარდგენილი. განაცხადი შესულია 220-ზე მეტ ადამიანზე და ნომინირებულია 40 ადამიანი.

მე ვარ პირველი ქართველი, ვინც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი...“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.

სრულად, ნახეთ ვიდეო: