თემურ ყარალაშვილს, რომელმაც ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
1747821635
სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ოკუპანტებმა გუშინ სულ სამი ადამიანი გაიტაცეს. აქედან ერთი მალევე გათავისუფლდა და ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზი". ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.