1747842501
ინგლისში გონორეის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

ინგლისი პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, სადაც ადამიანებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის - გონორეის საწინააღმდეგო აცრას გაუკეთებენ.
BBC-ს ინფორმაციით, ვაქცინა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, მისი ეფექტიანობა 30-40% იქნება. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინაცია დაავადების შემთხვევებს შეამცირებს. მხოლოდ 2023 წელს, ქვეყანაში გონორეის 85 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინა გონორეის პრევენციისთვის არ არის შექმნილი. ამ ეტაპზე პრეპარატს ბავშვებში იყენებენ ბ-ტიპის მენინგიტის აცრის სახით. სპეციალისტების განმარტებით, ამ ორი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ პრეპარატი გონორეის შემთხვევების რაოდენობას მესამედით ამცირებს.
სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი გადაწყვეტს ვაქცინის გაკეთებას. აცრები ქვეყნის მასშტაბით აგვისტოში დაიწყება.