"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 25 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქმრის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ბრალდებული მოსამართლე საბოლოო სიტყვით მიმართავს.
„პრაიმტაიმს“ მოკლული გოგოს, ოჯახის ადვოკატმა, გვანცა ჯოჯუამ განუცხადა, რომ დღევანდელ სხდომას მოკლული გალინა ნოზაძის დედაც დაესწრება.
ოჯახის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა საქმეზე განაჩენიც გამოცხადდეს.
24 წლის გალინა ნოზაძეს ქმარმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ახალგაზრდა ქალი 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
გალინას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.