გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„10 წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა - დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ მხარში დასდგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149