ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც 365-დღიანი ვადა ეწურებათ - მომსახურების სააგენტოს განცხადება

მართვის მოწმობა

შს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა ეწურებათ, შეუძლიათ ცხელი ხაზის საშუალებით დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.