ვინ არის და რას საქმიანობს მარიამ შენგელიას რჩეული
1778874991
სქემ-მღვდელმონაზონი იოანე ლიქოკელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერი ავრცელებს.
„ღვთივ მიიცვალა სქემ-მღვდელმონაზონი იოანე ლიქოკელი, წინამძღვარი ამა მონასტრისა.
განუსვენე ღმერთო სულსა მიცვალებულისა მონისა შენისა სქემ-მღვდელმონაზონისა იოანესი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა.
მეგობრობის, თავმდაბლობის და თავდადების სიმბოლო იყო მამაო“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.