1753907905
გივი მიქანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მთავრობის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც განათლების სისტემის სხვადასხვა საფეხურზე ხორციელდება.
თავის მხრივ, სულხან თამაზაშვილმა გივი მიქანაძეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრესი მიზანია განათლების ხარისხის ზრდისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება იგეგმება.
მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნენ. სკოლა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შენდება და 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ფასადის და ინტერიერის კეთილმოწყობა.
შეხვედრასა და სკოლის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700