1753907905
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მორი.
სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა სათანადო დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.