1753353596
„ეს პატარა ინსტრუქცია დაეხმარება არაერთ ადამიანს“ – ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს.
„იმედია, ეს პატარა ინსტრუქცია დაეხმარება არაერთ ადამიანს“ – ამბობს პროფესორი და რჩევებს გვიზიარებს.
„მუნი (Scabies) – მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაცია CDC-დან მუნი არ არის „სიბინძურე“. ეს არის კანის ინფექცია პარაზიტით (ტკიპა), რომელიც ვრცელდება კონტაქტით – კანის შეხებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით. CDC-ის რეკომენდაციები მკურნალობაზე:
✔ პირველი ხაზი – სპეციალური კრემი/ლოსიონი (რეცეპტის მიხედვით ექიმისგან)
✔ ზოგ შემთხვევაში საჭიროა პერორალური პრეპარატი (იშოვება მხოლოდ რეცეპტით)
✔ მკურნალობა მეორდება 7–14 დღეში (დამოკიდებულია პროტოკოლზე)
ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად უნდა განიკურნოს, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეს. სახლში აუცილებელია:
• ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების რეცხვა 60°C-ზე
• ის, რაც ვერ ირეცხება – დახურული პაკეტით 72 საათით
• ფუმიგაცია არ არის საჭირო - მთავარი სიმპტომია შემაწუხებელი ქავილი ღამით + წვრილი წითელი გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, წელზე, შორის ნაწილში. თუ ეჭვი გაქვს — ექიმს მიმართე, თვითმკურნალობა მიუღებელია,“ – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.












