ეს ჭურჭელი იწვევს თირკმლის სიმსივნეს და აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

 გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს რჩევას, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჭურჭელს ეხება.

„ხშირად ჩვენი მტერი არა საკვები, არამედ ის ჭურჭელია, რომელშიც მას ვამზადებთ. ტაფებიდან ყველაზე ცუდია ტეფლონის და კარგია უჟანგავი ფოლადის. ხოლო საუკეთესოა კერამიკის ტაფები. რატომ არის ცუდი ტეფლონი. ის უეცრად ცხელდება 260 გრადუსამდე და გამოყოფს ძალიან ბევრ ტოქსინს. ეს აზიანებს ჩვენს ფარისებრ ჯირკვალს, იწვევს ჰიპოთირეოზს. ეს იწვევს თირკმლის სიმსივნეს და ორსულებში პრეეკლამპსიის განვითარებას. რაც შეეხება ქვავებს, ცუდი არის ალუმინის და კარგია თიხის. უკეთესია ქვის. თუ სახლში ჯერ კიდევ გაქვთ ალუმინის ქვაბები, უნდა გადაყაროთ, რადგან ის აქტიური მეტალია და ჩქარა რეაგირებს მჟავებთან. როდესაც ალუმინი გადმოდის თქვენს ორგანიზმში ის აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. რაც შეეხება ჭურჭლებს, ცუდია პლასტმასის, კარგია თუჯის, ხოლო გამორჩეული და უსაფრთხო არის მინის. პლასტმასამ შესაძლოა გაზარდოს შაქრიანი დიაბეტის რისკიც და გამოიწვიოს წონაში მატებაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.