„ძალიან სახიფათო და ავარიული დღეა! მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს" - 18 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზი

astrologia

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი 18 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. 

„18 მაისი
მთვარე აგრძელებს მოძრაობას ტყუპების

ჰაეროვან ნიშანში. თუმცა, დღევანდელი სიზმრები ორაზროვანი იქნება , სავსე მინიშნებებითა და სიმბოლოებით. შესაძლოა დაგესიზმროთ ადამიანები წარსულიდან, გზები, რომლებიც არ აირჩიეთ, ან თუნდაც საუბრები, რომლებიც არასდროს შემდგარა , მაგრამ გსურთ გჯეროდეთ, რომ ისინი მოხდება.
ახდება თუ არა სიზმრები? არა, ეს სიზმრები არ ახდება.
რა გველოდება ორშაბათს?
დღეს უარი თქვით სიჩქარეზე, კამათზე, ურთიერთობების გარკვევასა და ქირურგიულ ჩარევებზე.
მერკური დღეს ურანთან შეერთებაშია!!! ძალიან სახიფათო და ავარიული დღეა!!! მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს! დღე შეიძლება გეგმის მიხედვით არ წარიმართოს!!!
ამ დღეს იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი დოკუმენტების შევსებისას, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას და განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას.
  დღე კატეგორიულად არ არის შესაფერისი ტექნიკის შესაძენად და მკურნალობის დასაწყებად.
  თუ შესაძლებლობა გექნებათ, დღეს დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გამოყავით.
#ჯანმრთელობა
მოერიდეთ ნერვულ სიტუაციებსა და ამაო ფაციფუცს , ყველაფერი თანმიმდევრულად აკეთეთ.
ნუ გადატვირთავთ ფილტვებსა და ბრონქებს.
უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ და უცხიმო საკვებს. კვება უნდა იყოს წილადი, ხშირი და მცირე პორციებით.
  დღევანდელი ჩაცმულობის სტილია უნისექსი. იმიჯი უნდა იყოს მსუბუქი და გადაუტვირთავი დეტალებით",- წერს იოსელიანი.