ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1762202354
                                                                „ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია"- ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ, შაქარი და ანთებითი პროცესები კი.
ბევრს ჰგონია, რომ „უცხიმო“ პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია. შედეგი? სიმსუქნე ან ზედმეტი წონა.
როცა საკვებს ცხიმს აცლიან, გემოს შესანარჩუნებლად მას ნახშირწყლებით ტვირთავენ.
1. ჯანსაღი ცხიმები (ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თხილეული, თევზი) აუცილებელია ჰორმონებისთვის, დანაყრებისთვის და მეტაბოლიზმისთვის - ისინი გავლენას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე.
2. რაფინირებული თესლის ზეთები (სიმინდის, სოიოს) და შაქარი პროვოცირებას უწევს ქრონიკულ ანთებას - სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის ერთ-ერთ ფარულ მიზეზს.
ჩემი რჩევა: „უცხიმო“ იოგურტი და რაფინირებული ზეთები არ იყიდოთ. რაციონში დაამატეთ ომეგა-3, კურკუმა და ჯინჯერი (კოჭა) - ანთებითი პროცესების „დასალაგებლად“. როგორც კი ამ გამოწვევას მართვა შეძლებთ, სხეული შეწყვეტს ზედმეტი ცხიმის აკუმულირებას",- წერს ნატა გაგუა.