აზა ჩილაჩავას ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

ჩაქუჩი

აზა ჩილაჩავა, რომელსაც შსს 2 ნოემბერს სახის დაფარვას და რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე აზა ჩილაჩავამ განაცხადა, ნამდვილად გადაკეტა გზა და ამას კიდევ გააკეთებს.

„მე რომ მოვიხდი სასჯელს, გავალ რუსთაველის გამზირზე. არ გავჩერდები. ვიბრძოლებ ბოლომდე. დიახ, ვკეტავ გზას, მე ჩემი პროტესტი მაქვს. რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, მე არ გავჩერდები, მე რუსეთი არ მინდა, სწორია, რასაც ამბობს შსს, მე გადავკეტე გზა და კიდევ გადავკეტავ“, – განაცხადა აზა ჩილაჩავამ სასამართლო პროცესზე.

აზა ჩილაჩავა აქციაზე სახის დაფარვის გამო, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 22 ოქტომბერს ერთხელ უკვე ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.