ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
„საკმაოდ მძიმე ფაქტის შემსწრე აღმოვჩნდი დღეს რაც ეხება ახალშობილების გაყიდვას: კონტრატი გვაქვს კომპანიასთან სამეურნეო მომსახურებაზე და რომლის წარმომადგენლებიც პერიოდულად მოდიან ხოლმე. დღეს დილითაც მოვიდა მათი წარმომადგენელი. რადგან აქცენტით ვლაპარაკობთ ინგლისურად, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე საიდან ვართ. ამ ახალგაზრდა კაცმაც გვკითხა. როდესაც გაიგო რომ საქართველოდან ვართ, მეც საქართველოდან ვარ, თბილისიდანო. როდესაც ქართულად ვკითხე, სამწუხაროდ, არ ვიცი ქართული, ახლა ვსწავლობო და მოგვიყვა მისი ისტორია. რომ 30 წლის წინ დაიბადა თბილისში, მაგრამ მის მშობლებს სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა, თუმცა, მათთვის გარდაცვალების საბუთი არ მიუციათ. თავად კი, ოფიციალური დოკუმენტებით მოსკოვში გადაიყვანეს და იქიდან გააშვილეს ამერიკაში.
ანუ, დაბადების ოფიციალური დოკუმენტები გადასცეს მათ, ვინც იშვილა და ბენებრივია, მან იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სამშობიარო და ა.შ. მეც მითხრა, თუმცა, ეს პირადი მონაცემებია და მხოლოდ მის ქართულ გვარს დავწერ - გამსახურდია. რა თქმა უნდა, ამერიკაში, თავისი გამზდელი მშობლების მიცემული სახელით და გვარით ცხოვრობს. ერთი წლის წინ ვიპოვე ჩემი მშობლები და ნათესავები საქართველოში, ვაპირებ მომავალ წელს ჩავიდე და ვნახო ისინიო. მაჩვენა ყველას სურათი ... სიტყვებით ვერ გამოხატავ იმ ტრაგედიას და გულის ტკივილს, როგორც ეს ახალგაზრდა კაცი ლაპარაკობდა თავის ისტორიაზე. როგორც ჩანს, საკმაოდ ორგანიზებული ქსელი იყო საქართველოში ვინც ბავშვების უკანონო გაშვილებით იყო დაკავებული და საინტერესოა, ვინმემ თუ აგო პასუხი ასეთ დანაშაულზე?“ - წერს თემურ ბასილია სოციალურ ქსელში.