1745659029
4 პროდუქტი, რომელიც კიბოს იწვევს - „ჩვენი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი, ხშირად, თავად ვართ“

ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი კვება. ჩვენს სხეულში ვერაფერი გამოიწვევს ონკოლოგიას, თუ ჩვენვე არ მივუშვით სხეულამდე. ჩვენი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი, ხშირად, თავად ვართ, - ამის შესახებ გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა და დაასახელა 4 პროდუქტი, რომლის მიღებაც კატეგორიულად მიუღებელია.
„როდესაც მაღაზიაში შევდივართ, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც სწრაფად კეთდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომლის ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუ მაღაზიაში შედიხარ და ის ეგრევე იხსნება, სჯობს, არ შეიძინო.
სწრაფი კვების საშუალებები: სნექები, ჩიფსები, ძალიან, ძალიან ცუდი საკვებია, განსაკუთრებით, ონკოლოგიური კუთხით.
გაყინული პროდუქტი: მასში ძალიან ბევრი შემნახველი საშუალება არის დამატებული, რომ არ გაფუჭდეს და დიდხანს გაძლოს. ეს უბრალოდ საშინელებაა - ის, რაც ამ საკვებს ინახავს, ჩვენში ონკოლოგიურ დაავადებას იწვევს.
სწრაფი მომზადების სუპები: ე.წ ერთჯერადი სუპები, ეს არის საშინელება, არ მიირთვათ. ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ალკოჰოლი: საქართველოში ალკოჰოლი ძალიან პოპულარულია. ეს ძალიან ბევრს არ მოეწონება - 1 ჭიქაც კი არ არის სასურველი. ღვინის ფერს მნიშვნელობა არ აქვს - ალკოლოჰი მაქსიმალურად შეამცირეთ და მიიღეთ მაშინ, როცა ამის სერიოზული მიზეზი არსებობს“, - განმარტა ექიმმა.